შესყიდვის გაფორმება
ცხელი ხაზი
032 205 4900
  •  ხელოვნური სუნთქვის აპარატი Flight 60 МедиКо

ახალი აპარატი Flight 60 ეს არის სანდოობისა და სიმარტივის განსახიერება. ჩაშენებული, უნიფიცებული კომპრესორი, ელემენტს აძლევს საშუალებას იმუშაოს განუწყვეტლივ 12 საათის განმავლობაში. კარგად დაპროგრამებული განგაშის სიგნალი და გამართული, ოპტიმალური რეჟიმების თანხვედრა, ჯამში გვაძლევს შესანიშნავ და სასურველ აპარატს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისთვის.  

Flight 60 აპარატის დამატებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან უპირატესოსებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ:

  • საშუალება ხელოვნურად ვასუნთოთ, როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს 30 მლ  2,2 ლიტრამდე VCV  რეჟიმში და  5-60 სმ H2O,  PCV რეჟიმში. 
  • შევამციროთ სასუნთქი აპარატის სუნთქვის მოცულობის  ქვედა ზღვრული ნორმა.
  • მოვლენებისა და განგაშის მარტივად სამართავი ჟურნალი. 
  • საგანგაშო სიგნალიზაციის მრავალტონიანი სისტემა;
  • შესაძლებელია ექიმმა იმუშაოს ,როგორც ჟანგბადის მაღალწნევიან აპარატურასთან (3-6 ატმ), ასევე ჟანგბადის კონცენტრატორთან;  
  • შესაძლებელია კლავიატურის დაბლოკვა პაროლით; 
  • აქვს ენერგიის შემანარჩუნებელი და ბევრი სხვა რეჟიმი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ.  
  • უკიდურესად მარტივი და ინტუიციურ რეფლექსებზე აწყობილი ინტერფეისი; 
  • თაჩ-სქრინიანი დისპლეი;
  • შესაძლებელია ვმართოთ PSV რეჟიმის გამოყენებისას წნევის მომატება-მოკლება და ნაკადის სიმძლავრე.

  • დამატებითი ვენტილაციის რეჟიმის დიაპაზონის არჩევა. 

 Flight 60 აპარატის კონსტრუქცია, მისი გაბარიტები, დიზაინი, მარტივი და გასაგები ინტერფეისი,  სამედიცინო პერსონალს აძლევს საშუალებას ეფექტრურად გამოიყენოს შესაბამისი აპარატი ამა თუ იმ სიტუაციაში. 

გარანტირებული მოცულობით ვენტილაციის ორი სახე არსებობს: 

  • VTG – სასუნთქი მოცულობის გარანტია;
  • MVG – წუთიერი მოცულობის გარანტია.

 VTG რეჟიმში, სამიზნე მოცულობა მიღწეულია წნევის მიწოდებითა და რეგულირებით, რომელიც დამოკიდებულია პაციენტის სამ პარამეტრზე:  

  • საჭირო  VTG - სამიზნე სასუნთქი მოცულობა; 
  • ექიმის მიერ დადგენილი მინიმალური წნევა;
  • ექიმის მიერ დადგენილი მაქსიმალური წნევა .

 MVG რეჟიმისთვის საჭირო პარამეტრები:

  • სამიზნე VTG -სამიზნე სასუნთქი მოცულობა; 
  • ექიმის მიერ დადგენილი მინიმალური წნევა.

აზრის გამოხატვა

Please login or register to review

ხელოვნური სუნთქვის აპარატი Flight 60 МедиКо

  • მოდელი Flight 60 МедиКо
  • სტატუსი: გაყიდვაშია
  • ფასის მოთხოვნა